Wilder World (Metaverse)

Source Node: 1877428
Beka Tsintsadze

ერთი კარგი პროექტი მინდა გაგაცნოთ, არ ნაწილმა იცით

Wilder World ($WILD)
https://coinmarketcap.com/currencies/wilder-world/

https://twitter.com/WilderWorld

გეიმინგის მიმართულებით არის ეს კრიპტო და გაერთიანებული აქვს NFT + Gaming (VR/AR მეტავერსია)

IDO ჩატარდა 11 მაისს 2021 წელს და ფასი იყო $0.048
ATH ქონდა $3,10 (ეხლა $1,68) დაახლოებით 1 თვის წინ, როგორცკი როუდმეფი დაანონსეს და პირველი ნაბიჯი შეასრულეს როუდმეფის მიხედვით

მე შესული ვარ ამ პროექტში დაახლოებით 2–3 თვეა $0.24 ზე მოვასწარი ყიდვა , უფრო დაბალზე ვნახე და შესვლას ვფიქრობდი მაგრამ რისერჩი არ მქონდა დასრულებული )))

რაც შეეხება იდეას და რას აკეთებენ ზოგადად

თუ ვინმეს ეს ფილმი ნანახი გაქვთ

https://www.imdb.com/title/tt1677720/

დაახლოეით წარმოდგენა შეგექმნებათ რასაც აკეთებენ. ყველაზე ახლოს ამ ფილმის სიუჟეტთან არის რისი დადებაც უნდათ

მეც გავშლი ეხლა რაც კეთდება. იქმნება ვირტუალური სამყარო სადაც მოთამაშეებს შეუძლიათ შევიდნენ სხვადასხვა გაჯეტებით (VR/AR და ა.შ.) და იქ იქნება რეალური ცხოვრების ალტერნატივა და ფანტაზიას თუ გაშლით (ის ფილმი დაგეხმარებათ) წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს ესეთ მეტავერსს. შეიქმნება სხვადასხვა ლოკაციები რეალური, აბსტრაქტული, ისტორიული და ზოგადად რასაც ფანტაზია გაწვდება ყველაფერი

ამ ეტაპზე აქტიურად მუშაობენ ქაკაქ Wiami -ს დეველოპმენტზე რომელიც სრულად შექმნილია Miami -ის მიხედვით

ცოტა სქრინები არის ცუდი ხარისხი მაგათ ტვიტერზე ნახავთ უფორ მეტს და კარგ ხარისხებსაც

რაც შეეხება დეველოპმენტს Ubisoft -და და სხვადასხვა გეიმინგ კომპანიებიდან წამოყვანილი ყავთ სერიოზული ტიპები და მუშაობენ განვითარებაზე მუდმივად (რაც ვაკვირდები რამოდენიმე თვეა არ გაჩერებულად სულ ახალ ახალ ნამუშევრებს დებენ ხოლმე)

=========

ეხლა მე რატო მომწონს იდეა მაგასაც ვიტყვი

ვირტუალური სამყაროები ვფიქრობ რომ არის მომავალი და დიდი შესაძლებლობების მომცემი როგორც შემქმნელებისთვის ასევე მომხმარებლებისთვის

შემქმნელებს შეიძლიათ შექმნან სხვადასხვა ლოკაციები, ატრაქციები (მაგალითად: ზოგს აინტერესებს როგორი იყო ძელი საბერძნეთი ან ეგვიპტე. გაჩნდებიან კომპანიები, დეველოპერები რომლებიც ამ ლოკაციებს თავისი შინაარსით შექმნიან და ამის ნახვაში ან სხვადახვა აქტივობებშ იუზერები თანხებს გადაიხდიან ან გამოიმუშავებენ, ასევე შეიძლება ვიღაცას კოლონიზირებული მარსი აინტერესებს, ზოგი მაგას შექმნის და ა.შ. ისვე იმ ფილმს მოვიყვან მაგალითად იქკარგად არის გაშლილი ყველაფერი) ეს ნიშნავს რომ ძალიან დიდი და კარგი ეკონომიკა შეიქმნება მეტავერსში

შეიქმნება ტანსაცმლის ბრენდები რომლებსაც იყიდი ატარებ , გაყიდი, ასევე ტრანსპორტი (მანქანები, ხომალდები და ა.შ.) მიწები, შენობები, სახლები და ყველაფერი.

გადახვევა: რამოდენიმე დღის წინ დემნა გვასალიამ შექმნა სკინები ფორტნაითისთვის. მომავალში ბევრი დიზაინერი იგივეს გააკეთებს სხვადასხვა მეტავერსში და გამოიმუშავებენ დამატებით არც თუ ისე ცოტა თანხას (იმედია ვაილდერი მოწინავე მეტავერსს დადებს )

ამ ეტაპზე Facebook -იც მუშაობს ვირტუალური სამყაროს განვითარებაზე

რაც კიდე უფრო განავითარებს ამ მიმართულებას და მგონია, რომ მომავალში ერთერთი წამყვანი მიმართულება იქნება გეიმინგში და არა მარტო

=====

ეხლა ვაილდერს რომ დავუბრუნდეთ, ტვიტერზეც ნახვათ რომ შექმნილია AIR WILD Kicks და ბევრი გაყიდეს უკვე წინასწარ საკმაოდ დიდ თანხებით (რამოდენიმე მათგანი ათეულობით ათასად)

ასევე სექტემბერში ავტომობილების გამოშვება დაიწეს და გაყიდვებიც მალე იქნება (ან ეხლა მიმდინარეობს)

გეგმავენ ხომალდების, მიწების, უძრავი ქონების და სხვადასხვა ნივთების გაყიდვებს

ეს ყველა ნივთი არის NFT და შესაბამისდ გეკუთვნის მყიდველს შეგიძლია გამოიყენო თამაშში ან გაყიდო/გადაყიდო

ასევე უკვე გაიყიდა ზევით ნაჩვენები ქალის ფორმის შენობა

რომელიც გაიყიდა $96600 -ად და ჯერ კიდე ყველაფერი ეხლა იწყება )))

ფასის მცირე მიმოხლივა

სულ არის 500 მილიონი ტოკენი აქედან დაახლოებით 80 მილიონამდე უკვე მოძრაობაშია

ჩემი მოლოდინები ფასთან მიმართებაში მოკლევადაში ანუ დეკემბერ/იანვრის პერიოდში არის $12–$15 ის ფარგლებში (გამომდინარე როუდმეფიდან) რათქმაუნდა მარკეტის ვარდნის შემთხვევაში ვერ დადებს ამ შედეგს

გრძელვადაში 2022 ის ბოლოსკენ $25 ის ზევით ვფიქრობ რომ უნდა დაიჭიროს

პროექტში შესულია ივესტორად რამოდენიმე ფონდი

მათ შორის Digital Currency Group

რომელსაც ეკუთვნის Grayscale Genesis და CoinDesk

მეტი ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობაზე და აქტივობებზე : https://wilderworld.medium.com/

ბოლოს შეჯამებისთვის, აკეთებენ ამ დროისთვის ისეთ პროქტს, რომელიც ჯერჯერობით ახალია და მომავლის ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს და ვფიქრობ რომ აქთ შანსი, მეტავერსებს შორის წამყვანი ადგილი დაიკავონ

Source: https://medium.com/@bekatsintsadze22/wilder-world-metaverse-85689cb3864e?source=rss——cryptocurrency-5

Time Stamp:

More from Medium